ცსკა მარტივ მამრავლებად იშლება - მოსკოვური კლუბი შენგელიას შენარჩუნებას იმედოვნებს

AutoSharing Option
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ დატოვა და Metaratings-ის ცნობით, კლუბი კონტრაქტის გაწყვეტაში პრობლემას არ შეუქმნის. თუმცა, დღეს ცსკა-მ განცხადება გაავრცელა და როგორც ჩანს, ლეგიონერების შენარჩუნებას იმედოვნებს:

"ოჯახური და პირადი მიზეზების გამო, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სიტუაციითაა გამოწვეული, აგრეთვე შესაძლო შედეგებით, ცსკა თორნიკე შენგელიამ და იფე ლუნდბერგმა დატოვეს. უახლოეს ხანში სამშობლოში მარიუს გრიგონისი და იოჰანეს ფოიგტმანი გაემგზავრებიან.

მოთამაშეთა მოქმედება კონტრაქტის პირობებისა და საკლუბო რეგლამენტის დარღვევაა, მაგრამ კლუბი გაგებით ეკიდება ყოველი კალათბურთელის
პერსონალურ ვითარებას. მოთამაშეებთან შეთანხმების სტატუსი გადაწყვეტილი იქნება, როდესაც ევროპაში პოლიტიკური და სპორტული სიტუაციის ნორმალიზება მოხდება".

ცსკა-ს ევროლიგაზე საშინაო მატჩების ჩატარება აუკრძალეს, "ჟალგირისმა" არმიულ გუნდთან ნეიტრალურ მოედანზე თამაშზეც კი უარი განაცხადა, ხოლო VTB ლიგა ესტონეთის "კალევმა" და პოლონეთის "ზელენა გურამ" დატოვეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ხალხი სპორტია თუ ტაშფანდური რუსეთში თავისი ქვეყნის გამო არ მიდიან რა, საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან და აქ სამშობლო ვასახელო და სისულეეები საკუთარ უსინდისო სულს უხსენით და ამართლეთ.
სულ ფეხებზე მკიდია ვინ სად წავა, ყველას თავისი არჩევანი აქვს, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ყველაზე მაგარო ერო:
რატო არცერთი სომეხი არ აღმოჩნდა ვინც ბაქოში იმღერებს და მერე ამ სისულეებით არამც თუ თავს გაიმართლებს, ისე გოთვერნულად ლაპარაკობენ თითქოს აქეთ გვაქვს მადლობა მოსახდელი რო გვასახელა მოსკოვს, რატო აზერი არ აღმოჩნდა ერთი ერევანში მომღერალი? ებრაელი-თეირანში და პირიქით, გავაგრძელო მაგალითები?
ხოდა
04 მარტი 2022 12:40
1
რაო????? ოჯახური პირობების გამოო???? აი რუსული პროპაგანდა.... იმედია ამ პირობებით კონტრაქტის შეწყვეტაზე თოკოს არ მოუწერია ხელი... (იმედია)
ID
28 თებერვალი 2022 14:58
0
ნიკოს ვარლასმა, რომელიც იცავს თორნიკე შენგელიას ინტერესებს, უარყო ინფორმაცია მისი კლუბიდან წასვლის შესახებ. "თოკო შენგელიას არც ერთ მედიაში განცხადება არ გაუკეთებია. ახლა ის ორიენტირებულია ოჯახის კეთილდღეობაზე. როდესაც გადაწყვეტილება მიიღება მის მომავალზე, ის ამაზე პირველ რიგში ცსკა -სთან ისაუბრებს", განაცხადა ვარლასმა.
12
28 თებერვალი 2022 14:22
0
შანსი არ არი, არავითარ შემთხვევაში აღარ დარჩება. ეგ უკვე საბოლოვო განაჩენი იქნება შენგელიასათვის. აქ აღარავინ მივიღებთ.
G.LA
27 თებერვალი 2022 23:29
26
რა საოცრებაა ცხოვრება ქართველი რუსეთს ტოვებს იმიტომ რომ უკრაინაში შეიჭრა აქამდე პუტინი ანგელოზი იყო 2022 წელში გახდა ტირანი :)
ნოდო
27 თებერვალი 2022 22:47
25
პატრიოტთა ალიანსიდან ხარ? ეგ მიწა შენი სტალინის საბჭოთა ხელისუფლებამ გადასცა უკანონო ხელშეკრულებით თურქეთს! ასევე გაასხვისა საინგილო და ლორეც. სოჭი კი საკუთარი რუსეთისთვის დაიტოვა! ნუ ცდილობთ რუსეთის აგრესიის და ოკუპანტობის გამართლებას, სირცხვილია, დღეს მაინც!
პტაგმატული ინაშვილი
28 თებერვალი 2022 11:45
2
წლების წინ თურქეთმაც მოახდია ანექსია,მაგათმა რომ წაგვართვეს წართმევა ეგეთი უნდა,მაგრამ ჩვენ რატომღაც მეგობრებს ვეძახით, ამ მომენტში იმოქმედა ისე როგორც სწორი იყო, მთელ საქართველოს თუ დაავიწყდა რომ თურქეთიც ოკუპანტია,როგორც რუსეთი,რატომ გიკვირს რომ ოკუპაციიდან 13 წლის შემდეგ 1 რიგითი ქართველი ცსკა-ში თამაშობდა.
საქართველო
28 თებერვალი 2022 06:04
15
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული