შენგელიათი ბოლონიის "ვირტუსი" დაინტერესდა

AutoSharing Option
BasketNews-ის თანახმად, ბოლონიის "ვირტუსი" თორნიკე შენგელიას დამატებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ცსკას-თან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა, იტალიური გუნდი კი თოკოს კონტრაქტს სეზონის ბოლომდე სთავაზობს+კალათბურთელზე იქნება დამოკიდებული გაახანგძლივებს თუ არა ხელშეკრულებას (უფრო იმ შემთხვევაში თუ ევროლიგაში მოხვდებიან).

როგორც BasketNews-ი წერს, შენგელიას სამსახურით "ვალენსია", "ვირტუსი" და "ბასკონია" ინტერესდებიან, თუმცა კალათბურთელის გასაფორმებლად კომფორტული უპირატესობით წინ ბოლონიელები გაიჭრნენ, როგორც ჩანს, ქართველი ხელშეკრულებას სწორედ "ვირტუსთან" გააფორმებს.

თოკოს ევროლიგის სეზონში საშუალოდ 12.7 ქულა, 4.7 მოხსნა და
2.5 ასისტი ქონდა, რაც შეეხება EuroCup-ის ტრანსფერების ბოლო დღეს, კალათბურთელების დამატება 8 მარტს შეწყდება, შეგახსენებთ, "ვირტუსმა" შენგელიას ყოფილი თანაგუნდელი, დანიელ ჰაკეტი უკვე დაიმატა.

მომზადებული basketnews-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული