თორნიკე შენგელიამ იტალიურ გრანდთან გააფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია "ვირტუსში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლონიური კლუბი ავრცელებს.

შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და "ვირტუსთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

"მადლიერების სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩვენი პრეზიდენტის, მასიმიო ძანეტის მიმართ, რომლის მეშვეობით სატრანსფერო ბაზარზე ბოლო ოპერაცია განვახორციელეთ და დიადი მოთამაშე დავიმატეთ. ის გუნდს, როგორც იტალიის ჩემპიონატზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე დაეხმარება. მოლაპარაკებებს წარმატებულად აწარმოებდა ჩვენი გენერალური მენეჯერი პაოლო რონჩი. თოკომ სხვა მნიშვნელოვან შეთავაზებებზე უარი თქვა, რაც ამტკიცებს, რომ ევროსარბიელზე "ვირტუსი" სერიოზულ გუნდად
ყალიბდება", - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ.

"ვირტუსში" აგრეთვე ცსკა-ს ყოფილი ამერიკელი ლეგიონერი დენიელ ჰეკეტი გადავიდა. ბოლონიური გუნდი იტალიის ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ კაცის მეათედი გააკეთეთ და მერე აძაგეთ. კლავიატურის ლომები!!! არც ვაჟკაცობა გაქვთ თორე კალათბურთის ცოდნა არც გაქვთ და არც მოგეთხოვებათ!!! თოკო შენ ხარ ჩვენი კაპიტანი!!!!! წარმატებები!!!!
Joko
03:20 08-03-2022
12
ცეესკაში გადასვლის მიზეზი იყო ევროლიგის მოგება და არა ფული თურმე გამოჩნდა რო მიზეზი ფული ყოფილა რაის ვირტუსი ევრო თასის მოგება გვინდა? :D
ნოდო
00:07 08-03-2022
62
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული