"ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო..." - შენგელია ცსკა-დან წასვლაზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია იტალიურ "ვირტუსში" გადასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს:

"გასული 1,5 წლის განმავლობაში მქონდა აღმავალი და დაღმავალი მომენტები, ემოციური ტალღები პარკეტზე და მის გარეთ, მაგრამ ასევე მქონდა შესაძლებლობა, რომ მეთამაშა მაღალი დონის გუნდში.

მინდა, პირადად დიდი მადლობა გადავუხადო ანდრეი ვატუტინსა და ნატალია ფურაევას. პირველივე მომენტიდან მაჩვენეს, თუ რა მნიშვნელოვანი კალათბურთელი ვიყავი მათთვის და თავი ძალიან კომფორტულად მაგრძნობინეს. 

რაც მთავარია, Fiba-ს ფანჯრის დროს მომეცა საშუალება, საქართველოს ნაკრებში მეთამაშა, რაც ჩემთვის ყოველთვის უდიდესი პატივია. 

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და
დიდი მადლობა გადავუხადო მწვრთნელ დიმიტრის იტოუდისსა და სამწვრთნელო შტაბს, ასევე, კლუბის ყველა წევრს. 

რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს... ვამაყობ, რომ ამ 1,5 წლის განმავლობაში მათთან ერთად ვინაწილებდი გასახდელსა და მათთან ერთად ვასპარეზობდი...

სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლა კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო და მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. 

ახლა მთლიანად იმაზე ვარ ორიენტირებული, რა ელის ჩემს მომავალს", - წერს შენგელია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
შენი სამშობლოს მტერი არ იყო,რუსეთში რომ წახვედი სათამაშოდ?!ისე იმის ვაჟკაცობა მაინც უნდა გქონდეს, რომ ბოდიში მოიხადო და იქნებ გაგიგოთ და გაპატიოთ.
ადმინ, აბა შენ იცი, დაბლოკე.
გიორგი
14:45 08-03-2022
21
შენ გადაწყვეტილება მაშინ მიიღე, ცსკა-ში რომ გადადიოდი. და ეხლა რა გადაწყვეტილება მიიღე, ყველა ტურნირიდან რომ მოკვეთეს და წამოსვლა მოგიწია? "ყოჩაღ, მაგრად კაცურად მოიქეცი, ვამაყობ შენით" - ღარიბაშვილის ხმით
გიორგი
14:39 08-03-2022
13

სიახლეები პოპულარული