ბითაძის კარიერის რეკორდი - 23 ქულა, 100% და საუკეთესოს წოდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძის ფენომენალური მატჩი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში. 22 წლის ქართველმა ცენტრმა, რომელიც “ინდიანა პეისერსის” ღირსებას იცავს, 18 მარტის მატჩში “ჰიუსტონის” წინააღმდეგ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 26 წუთში მოპოვებული 23 ქულით ნბა-ში პირადი რეკორდი დაამყარა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავის გუნდს სტუმრად დაძაბული მატჩი მოაგებინა – 121:118 (სტატისტიკა). აქვე დავაფიქსიროთ, რომ ყველა ის მატჩი, რომელშიც ბითაძემ ამ სეზონში შედეგიანად ითამაშა, ინდიანელებმა წააგეს.

აქამდე ბითაძის საუკეთესო შედეგი გახლდათ 20 ქულა, რომელიც მან 7 მარტს, “ვაშინგტონთან” 123:133 (სტატისტიკა)
წაგებულ შეხვედრაში მოაგროვა. მაშინ გოგამ თამაშიდან ნასროლი 7-ივე სროლა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა დღეს, გამთენიისას, 23 ქულა ისე მოაგროვა, რომ თამაშიდან კვლავ არც ერთი ნატყორცნი არ გაუცუდებია: ბითაძემ 6-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 სამიანი ჩააგდო, რასაც 4-დან 2 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა და პირადი რეკორდი – 23 ქულაც გამოჭედა. გოგა ნელ-ნელა მიიწევს ნბა-ს ქართული რეკორდისკენ, რომელიც ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის და რომელიც 27 ქულას შეადგენს.

“ბითაძეს დიდებული თამაში ჰქონდა – აღნიშნა ნამატჩევს ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა, რიკ კარლაილმა – ძალიან ბევრი სიზუსტე იყო მის მხრიდან ფარის სიახლოვეს. ძალიან სასიამოვნო, რომ ხედავ მას ასე კარგ ფორმაში. მე მართლა ძალიან გახარებული ვარ მისი შედეგიანობით. ბითაძემ დიდებულად ითამაშა მოედნის ორივე მხარეს”.

23 ქულასთან ერთად ბითაძეს 9 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება და ერთადერთი დაკარგვა ჰქონდა. გოგაზე მეტი – 25 ქულა მიითვალა ინდიანელმა მალკოლმ ბროგდონმა, თუმცა საერთო სარგებლიანობისა და ჯამური სტატისტიკის გათვალისწინებით “ინდიანას”, შესაბამისად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი ცენტრი დაასახელეს.

24 მოგებითა და 47 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 20 მარტს, “პოტლენდთან” შინ გამართავს.

GBF

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეხლა მოგესევიან გოგა ჟურნალისტები ძველი დროსგან გასნხვავებით . წარმატებები გოგას
ტოტტი
11:48 19-03-2022
0
როგორც იქნა მიხვდა მწვრᲗნელი რომ გოგას ენდო,გოგამ მოინდომა და იბრᲫოლა ამისᲗვის რაც Ძაან გასახარია.
გოგას დროს რომ ამდენი პერსპექტიული ბავᲨვები გვყოლოდა ახლა ნაკრები იქნებოდა უმაᲦლეს დონეზე,იმიტომ რომ დᲦეს კარგ ბავᲨვებს კლუბების დონეზე ფუᲗავენ და აკონსერვებენ.ბავᲨვი რომ 8 წელი იქნება ᲨეფუᲗვის კონსერვაციის პერიოდᲨი მერე როგორ გაიხსნება,ვერასდროს...ასე ხდება საქარᲗველოᲨი დᲦეს დᲦეობიᲗ პერსპექტიული ბავᲨების მიდგომაზე.
მოქალაქე
11:32 19-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული