სანდროს მეგამატჩი! 30 ქულა და 20 მოხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნბა-ს G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდი" "რეპტორსს" დაუპირისპირდა და 115:130 დამარცხდა.

მიუხედავად წაგებისა, სანდრო მამუკელაშვილმა ზღაპრული შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 34 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 30 ქულით (12/17), 20 მოხსნით (8 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, სანდრო "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელია. ვეტერანი სერჟ იბაკას "ირმების" შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ ჩვენებურს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლევა, თუმცა, G ლიგაში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაგარის გათვალისწინებით, არ გამოვრიცხოთ, რომ "ბაქსის" შემადგენლობაში დაბრუნდეს და გარკვეული პერიოდი
მოედანზეც გაატაროს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უკვე მეცოდება ამ ლიგისთვის. რამ დაგაბრმავათ ვინმემ აიყვანეთ ეს ბიჭი!!!
მოქალაქე
10:49 24-03-2022
0
G ლიგა სუსტი არავის ეგონოს. ის კალათბურთელები თამაშობენ, ვინც NBA-ს ზედა ლიგის გუნდებმა აიყვანეს და კონტრაქტი გაუფორმეს, ანუ მანდ სუსტი კალათბურთელი არავინ არაა.
შაკო
14:38 24-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული