ილიას ზუროსი და თორნიკე შენგელია ერთმანეთს ევროთასის მატჩში, პატრასში შეხვდნენ

AutoSharing Option
ულებ-ის ევროთასზე საბერძნეთში ჩვენთვის საინტერესო მატჩი ჩატარდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პატრასის “პრომითეასი” და იტალიური “ვირტუს ბოლონია”. ბერძნულ კლუბს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი თავკაცობს, ხოლო ბოლონიელთა ახალწვეული ჩვენი ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაა. შეხვედრა იტალიური კლუბის იოლი გამარჯვებით – 83:61 დასრულდა.

შენგელია სტუმართა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე ჯამში 14:29 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 4-4 მოხსნა და პასი და 1 ბლოკი მითვალა. 30 წლის ფორვარდმა მეტოქის ფარს ორქულიანიდან სულ 3-ჯერ შეუტია, თუმცა ყველა უშედეგოდ, მისი ორივე საჯარიმო ტყორცნა
კი ზუსტი აღმოჩნდა.

იტალიურმა კლუბმა მატჩის დასაწყისშივე შეძლო ანგარიშში წინ გასვლა, პირველი მეოთხედი 5 ქულით, ხოლო მეორე ქულით მოიგო. დიდი შესვენების შემდეგ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და ბოლო მეოთხედის წინ "ვირტუსს" უკვე +24 ჰქონდა. მატჩის ბედი აქ უკვე გადაწყვეტილი იყო – ბერძნებმა დასკვნითი პერიოდი თავიანთ სასარგებლოდ კი დაასრულეს, თუმცა სხვაობა მაინც სოლიდური დარჩა.

თორნიკე შენგელიას გუნდს ევროთასის 16 მატჩში 9 მოგება აქვს და B ჯგუფში მეოთხეა. ილიას ზუროსის გუნდი 4 მოგებითა და 12 წაგებით ამავე ჯგუფში ბოლო, მე-10 პოზიციაზე რჩება. "ვირტუსი" ტურნირში მომდევნო მატჩს 29 მარტს, შინ ესპანურ "გრან კანარიასთან" ჩაატარებს. "პრომითეასი" კი 30-ში სტუმრად "ვენეციას" დაუპირისპირდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული