შენგელია სტუმართა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე ჯამში 14:29 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 4-4 მოხსნა და პასი და 1 ბლოკი მითვალა. 30 წლის ფორვარდმა მეტოქის ფარს ორქულიანიდან სულ 3-ჯერ შეუტია, თუმცა ყველა უშედეგოდ, მისი ორივე საჯარიმო ტყორცნა
იტალიურმა კლუბმა მატჩის დასაწყისშივე შეძლო ანგარიშში წინ გასვლა, პირველი მეოთხედი 5 ქულით, ხოლო მეორე ქულით მოიგო. დიდი შესვენების შემდეგ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და ბოლო მეოთხედის წინ "ვირტუსს" უკვე +24 ჰქონდა. მატჩის ბედი აქ უკვე გადაწყვეტილი იყო – ბერძნებმა დასკვნითი პერიოდი თავიანთ სასარგებლოდ კი დაასრულეს, თუმცა სხვაობა მაინც სოლიდური დარჩა.
თორნიკე შენგელიას გუნდს ევროთასის 16 მატჩში 9 მოგება აქვს და B ჯგუფში მეოთხეა. ილიას ზუროსის გუნდი 4 მოგებითა და 12 წაგებით ამავე ჯგუფში ბოლო, მე-10 პოზიციაზე რჩება. "ვირტუსი" ტურნირში მომდევნო მატჩს 29 მარტს, შინ ესპანურ "გრან კანარიასთან" ჩაატარებს. "პრომითეასი" კი 30-ში სტუმრად "ვენეციას" დაუპირისპირდება.
GBF