გოგამ "მემფისს" 14 ქულა ჩაუგდო - "ინდიანა" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მემფის გრიზლმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 133:103 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა (3/8), 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

საუკეთესო ლენს სტივენსონი გახდა, რომელმაც თავი 25 ქულით, 2 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან დესმონდ ბეინმა გუნდს 30 ქულა, 5 მოხსნა, 5-იც შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "პეისერსი" 25 გამარჯვებითა და 49 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 27
მარტს, "ტორონტო რეპტორსის" პირისპირ გამართავს.

"გრიზლი" 51 მოგებითა და 23 წაგებით დასავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას იმავე 27 მარტს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული