"ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო, ვგრძნობდი, რომ..." - შენგელიამ მოსკოვში გატარებულ პერიოდზე გულახდილად ისაუბრა

AutoSharing Option
Gazzetta.gr-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და "ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. 

"როგორც ამბობენ, რუსეთიდან წასვლის გადაწყვეტილება რთულად მივიღე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ომი მოსკოვში არ იყო, ჩემი პირველი საფიქრალი ჩემი ოჯახი იყო და ვგრძნობდი, რომ ისინი საფრთხეში იყვნენ, ამიტომ, პირველ რიგში, ჩემი ოჯახი გავამგზავრე და შემდეგ ეს გადაწყვეტილებაც მივიღე..."

კითხვაზე, რა როლი ითამაშა რუსეთიდან წასვლაზე იმან, რომ ის საქართველოდანაა, შენგელიამ უპასუხა:

რა თქმა უნდა,
ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. ვიღაც იკითხავს - რატომ წახვედი საერთოდ ამ ქვეყანაში სათამაშოდ? მინდა, მათ ვუპასუხო...

ცსკა-მ 4-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ მას იქამდე არ მოვაწერე ხელი, ვიდრე არ მომცეს გარანტია, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშს ყოველთვის შევძლებდი. 

ცსკა ევროპის ტოპ-კლუბია. ჩემთვის ევროლიგის მოგება ძალიან მიმზიდველი იყო და ერთ-ერთი მიზანიც ეს გახლდათ. 

ახლა ვაანალიზებ, რომ ცსკა-ში გადასვლა სწორი ნაბიჯი არ იყო... მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელმა, კალათბურთელებმა, ყველაფერი გააკეთეს, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო, მივხვდი, რომ არ ვიყავი ის ადამიანი, ვინც ვარ. ყოველთვის ვცდილობდი, პარკეტზე მაქსიმუმი გამეღო, მაგრამ მე სხვა ადამიანი ვიყავი", - ამბობს შენგელია.
მკითხველის კომენტარები / 35 /
აი ახლა,მართლა იმსახურებ კაპიტნის სამკლაურს.შეცდომებს ყველა ვუშვებთ,მისი აღიარება კი კარგი ადამიანების თვისებაა...
გაგა
15:17 25-03-2022
7
თავის დროზე რომ მაგას ვწერდით ნორმალურად მოაზროვნეები, ვითომ გულშემატკივრები მოგვდექით და სულ ურაპატრიოტები გვეძახეთ. ხომ ხედავთ არ ყოფილა სხვადასხვა სპორტი და პოლიტიკა!
aleksandre
14:01 25-03-2022
1

სიახლეები პოპულარული