ქართული დერბის გამორჩეული ქართველები: შერმადინის MVP-ის ტიტული და ბურჯანაძის 18 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეასკდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" 99:97 დაამარცხა ბექა ბურჯანაძის "ბეტისი". საქართველოს ნაკრების ორივე წევრი გამორჩეული იყო, თუმცა საუკეთესოდ გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

თავის მხრივ სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რომელსაც სეზონის უმეტესობა ტრავმის გამო გაუცდა და სასიხარულოა, რომ ფორმაშია და შედეგიანადაც თამაშობს. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ამ სეზონში სარეკორდო დროით – 31 წუთი იმყოფებოდა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 5-დან ხუთივე საჯარიმო
ჩააგდო. ბურჯანაძის მონაგარმა მთლიანობაში 18 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა. მისი სარგებლიანობის ინდექმა 19-ს უწია, რაც ბეტისის შემადგენლობაში მე-3 შედეგი გახლდათ.

ამ მხრივ საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი – ქართველმა ცენტრმა და ბეტისელმა შენონ ევანსმა 32-32 სარგებლიანობა აჩვენეს, თუმცა მატჩის MVP გამარჯვებული გუნდის ლიდერი, შერმადინი გახდა. გიორგიმ 32:13 წუთი ითამაშა და 20 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 26 ქულა მიითვალა მარსელინიო ჰუერტასმა, რომელიც შერმადინს საერთო სარგებლიანობით მცირედით ჩამორჩა.

15 მოგებითა და 9 მარცხით "ტენერიფე" ცხრილში მე-6-ეა, ხოლო ბურჯანაძის "ბეტისს" 25 მატჩიდან 6 მოგებით ბოლო ადგილი უკავია. შემდეგ ტურში, 2 აპრილს "ბეტისი" თად მაკფადენის "მურსიას" უმასპინძლებს, ხოლო შერმადინის "ტენერიფე" 3-ში საკუთარ კედლებში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

GBF


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული