ბითაძემ გასული სეზონის საუკეთესო კალათბურთელთან კარიერის გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძის პროგრესი ბოლო პერიოდში შესამჩნევია. კარგა ხნის მანძილზე სათადარიგო ქართველი სასტარტო ხუთეულში დამკვიდრდა და "ინდიანა პეისერსის" ერთ-ერთი წამყვან მოთამაშედ იქცა. ბოლო პერიოდში მას შედეგიანობა არ აკლდა, თუმცა გასულ მატჩში, გვარიანი პაუზის შემდეგ, საკუთარი სტატისტიკა ორმაგი დუბლით გამოსახა.

მორიგ მატჩში "ინდიანამ" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა, სადაც სახელგანთქმული სერბი ცენტრი (გასული სეზონის MVP) ნიკოლა იოკიჩი ბობოქრობს. სწორედ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრთან მოუწია ბითაძეს პაექრობა და საკმაოდ მაღალი შედეგიანობის დაფიქსირება. 33 წუთში ქართველმა ცენტრმა 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და
1 ჩაჭრა მიითვალა. იოკიჩმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო და 37 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. დაკარგვებით იოკიჩმა ბითაძეს გვარიანად “აჯობა”: 9 დაკარგვა 3-ის წინააღმდეგ.

საინტერესო იყო მესამე პერიოდის შუაწელში ბითაძის იოკიჩზე დაფარება. მეორე ბლოკი ქართველმა ცენტრმა აარონ გორდონზე განახორციელა. გოგამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ბოლო პერიოდის წინა ანგარიში თანაბარი იყო და ბითაძე ბოლო წუთებზე მოედანზე იყო, რაც მისადმი მწვრთნელის ნდობის გამოხატულების მყარი არგუმენტია. სამწუხაროდ, "ინდიანა" "დენვერთან" საბოლოოდ დამარცხდა – 118:125. ბითაძეზე მეტი "ინდიანაში" მხოლოდ ბადი ჰილდმა მოაგროვა – 20 ქულა. საუკეთესოდ კი ტაირის ჰალიბარტონი დასახელდა, რომელმაც 15 ქულა, 12 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

25 მოგებითა და 52 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. 5 მატჩიც და "ინდიანასთვის" 2021-22 წლების სეზონი დასრულდება. შემდეგი შეხვედრა ბითაძის გუნდს 2 აპრილს "მინესოტასთან" ელის, სადაც ქართველ ცენტრს ნბა-ს კიდევ ერთი ტიტანი, კარლ-ენტონი თოუნსი ელოდება.

gbf

altბითაძე მაგარ ფორმაშია - "ინდიანამ" "სან ანტონიოს" მოუგო [VIDEO]

altბითაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ქართველი "ვაშინგტონის" კალათბურთელებმა ვერ შეაჩერეს [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორც მთელმა გუნდმა გოგომაც თავიდან სუსტად დაიწყო. მაგრამ მნიშივნელოვანი ქულები, პასები, დაფარებები და სწორად შერჩეული პოზიცეიბი ჰქონდა თამაშის შუაწელში როცა ინდიანამ დაქაჩა თამაში. დრო ეძლევა და იყენებს კიდევაც, მერამდენე თამაშია უკვე 10 ქულაზე მეტს რაც აგროვებს, ბოლო თამაშებში საშუალოდ 16.6 ქულა აქვს. წარამტებები გოგას. შენი თამაშის საყურებლად გვიწევს ღამის თენებები :)
1
გოგა ან პირველ ცენტრად დარჩება
ან სხვაგან გადავა
ტერნერი შედეგიანობით ვეღარ აჯობებს
დამთავრდა
თენგო
13:26 31-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული