შერმადინის 17 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში თურქულ "თოფაშთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დაიწყო. ტურნირის 8 გუნდს შორის არის გიორგი შერმადინის “ტენერიფე”, რომლის მეტოქეც მეოთხედფინალში თურქული “თოფაშია”. სერია 2 მოგებამდეა და ტენერიფელები უკვე 1:0 უგებენ. პირველი შეხვედრა ესპანურმა კლუბმა შინაურ არენაზე დაძაბულ ბრძოლაში – 78:77 მოიგო.

რაც შეეხება კანარის კუნძულებზე გამართულ შეხვედრას, ადგილობრივმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველი მეოთხედის 31:17 მოგების შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დარჩენილ დროში სხვაობა კიდევ უნდა გაზრდილიყო. თუმცა "თოფაშმა“ ბოლომდე იბრძოლა და უკანასკნელ წუთებზე გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. "ტენერიფეს“ რიგებში 27 ქულით ფინელი სასუ სალინი
გამოირჩა, რომელმაც 12-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. გიორგი შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 24 წუთი, 17 ქულა (8/5 ორქულიანი, 10-დან 7 საჯარიმო), 9 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება. საერთო სარგებლიანობით შერმადინი მხოლოდ სალინს ჩამორჩა ამ შეფარდებით: 25-21.

"ტენერიფე" ბურსაში განმეორებით შეხვედრას 12 აპრილს გამართავს და თუკი თურქული კლუბი იმარჯვებს, სერიის გადამწყვეტი მატჩი ესპანეთში ჩატარდება.

gbf

altშერმადინის "ტენერიფემ" მადრიდის "რეალი" დაამარცხა

altშერმადინი ესპანური ლიგის მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

altქართული დერბის გამორჩეული ქართველები: შერმადინის MVP-ის ტიტული და ბურჯანაძის 18 ქულა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული