ჰოდა, გადადებულ შეხვედრაში, რომელიც "ტენერიფემ" "ფუენლაბრადას" წინააღმდეგ ჩაატარა, გიორგი შერმადინმა მე-19 ტურის მატჩებში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის MVP-ის ტიტულთან ერთად მთლიანად ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მოიგო.
ტენერიფელებს არ გასჭირვებიათ "ფუენლაბრადას" დამარცხება – 87:74. შერმადინმა ბრწყინვალედ ითამაშა და 23:39 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ის სამწამიან ზონაში შეუჩერებელი იყო და 11 საჯარიმო სროლა ამის ნათელი დასტურია. შერმადინთან ერთად თავი ფინელმა საშუ სალინმა გამოიჩინა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.
gbf
შერმადინის მშვენიერი ფორმა და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი [VIDEO]
შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული და "ტენერიფეს" გამარჯვება [VIDEO]
შერმადინის 17 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში თურქულ "თოფაშთან" [VIDEO]