შერმადინის 20 ქულა 20 წუთში და ბილბაოში ბრძოლაში წაგებული მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის მორიგი შედეგიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში, თუმცა მისი გუნდი “ლენოვო ტენერიფე”, წინა მატჩის მსგავსად, ისევ დამარცხდა. 32-ე ტურის მატჩში ტენერიფელები ბილბაოში ადგილობრივ “სურნეს” შეხვდნენ და 79:87 დამარცხდნენ.

თამაში დაძაბულად, ქულა-ქულაში წარიმართა. პირველი პერიოდი მასპინძლებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს (22:21), დიდ შესვენებამდე კი ეს სხვაობა შენარჩუნდა – 44:43. "ტენერიფემ" ანგარიშში წინ გასვლა მესამე მეოთხედში კი მოახერხა (63:61), მაგრამ დასკვნით პერიოდში "ბილბაომ", მისი დომინიკელი ცენტრის ანხელ დელგადოს შედეგიანი თამაშის წყალობით (27 ქულა, 11 მოხსნა), მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა. ქართველმა ცენტრმა თამაში "ტენერიფეს"
სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 20:25 წუთში კი 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 5-ივე ორქულიანი ჩააგდო, მისი 12 საჯარიმოდან ზუსტი კი 10 აღმოჩნდა. გიორგის, რომლის ანგარიშზე 3 ჯარიმა და 1 დაკარგვაა, მარგი ქმედების კოეფიციენტი 28 ჰქონდა – ორივე გუნდში მეორე მაჩვენებელი დელგადოს (44) შემდეგ.

"ლენოვო ტენერიფეს" 19 მოგება და 12 მარცხი აქვს და ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი ACB ლიგაში მორიგ შეხვედრას 30 აპრილს, საკუთარ მოედანზე "მანრესასთან" გამართავს.

gbf

alt27 ქულა 25 წუთში - "ბარსელონამ" "ტენერიფე" შეაჩერა, შერმადინი - ვერა [VIDEO]

altშერმადინის 19 ქულა 21 წუთში და ტურის MVP-ის მორიგი ტიტულის მოლოდინი

altშერმადინის მშვენიერი ფორმა და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული