Mundo Deportivo: შენგელია ევროთასის ფინალში - შემდეგ NBA-ში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" სტუმრად "ვალენსია" 83:73 დაამარცხა და ევროთასის ფინალში გავიდა.

შენგელიამ მეტოქის ლიდერი ბოიან დუბლიევიჩი გაანეიტრალა და 26:04 წუთში 15 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკე შედეგინობითა და სარგებლიანობის 16-იანი კოეფიციენტით თავის გუნდში საუკეთესო იყო.

11 მაისს, ფინალში, ბოლონიური გუნდი "ბურსასპორს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროლიგის საგზურს მოიპოვებს.

"მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ შენგელიას "ვირტუსთან" კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ბოლონიური კლუბი ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ
გასამრჯელოდ 1.8 მილიონ ევროს სთავაზობს. თუ ბიუჯეტმა ამის საშუალება მისცა, მის გადაბირებას "ბარსელონა" შეეცდება.

გამოცემის მტკიცებით, 30 წლის ქართველის სამსახურით აგრეთვე "მაკაბი", "ანადოლუ", "რეალი", "ვალენსია", "ფენერბაჰჩე", "რეალი" და მისი ყოფილი გუნდი "ბასკონია" არიან დაინტერესებულნი, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ყველაზე მეტი შანსი "ბარსასა" და "ფენერს" აქვთ.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, შენგელიას არ სურს NBA-ში დაბრუნების შესაძლებლობა გაუშვას ხელიდან და ზაფხულში სხვადასხვა ვარიანტს შეისწავლის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მიუხედავად თოკოს დიდი პატივისცემისა, არ არის იგი ნბა-ს დონის, თოკოს მთავარი პრობლემა ცუდი მაჯაა და არ აქვს სტაბილური ორიანი და სამიანი. მშვენივრად ერგება ევროპულ კალათბურთს, ნბაში სკამზე ან ჯე ლიგაში თამაშს აქ ურჩევნია ევროპაში იყოს პატივში
კახა
08:04 05-05-2022
2
დაბრუნდი ესპანეთში! ყველაზე კარგად მანდ თამაშობ,ახლაც ესპანურ გუნდს ეთამაშე და ყველაზე შედეგიანი იყავი,გადადი ბარსაში!
მარი
03:38 05-05-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული