შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი "ტენერიფეს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ფინალში "ტენერიფემ" ასევე ესპანური "მანრესა" 98:87 დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.

შერმადინმა 19:28 წუთში 14 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 იყო.

Sportall.Ge

მატჩის MVP გიორგის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გახდა, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო და 14 პასი გააკეთა. კანარიული გუნდიდან შედეგიანობით აგრეთვე სასუ სალინი (18) და კაილ ვილტჯერი (17) გამოირჩნენ.

თასი უერტასმა და შერმადინმა აღმართეს.

ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვულოცავთ გიოს და ქართულ კალათბურთს ამ წარმატებას. მართლაცე საუცხოო სეზონი ჩაატარა და წლიდან წლამდე უკეთეს შედეგებს აჩვენებს. კიდევ ბერი წარმატება ქართულ კალათბურთს.
simartle
05:11 09-05-2022
0
გიორგის წარმატებები და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. წესიერი და პატიოსანი ადამიანია.
სანდრო
16:20 09-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული