გულშემატკივართა გამოკითხვა ვერ მოიგო, თუმცა შერმადინი MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 2021-22 წლების სეზონის MVP-ის გამოსავლენად დაწყებული გამოკითხვა დასრულდა. გულშემატკივრებს თავიანთი რჩეულისთვის ხმის მიცემა სოციალურ ქსელებში შეეძლოთ და სამწუხაროდ, "ლენოვო ტენერიფეს" ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა მეორე ადგილი დაიკავა.

"შერმინატორმა" 20 298 ხმა მიიღო და მხოლოდ ჯანან მუსას ჩამორჩა, რომელიც პირველ ადგილზე 28 899 ხმით იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ მესამეადგილოსან ჩიმა მონეკეზე თითქმის 5-ჯერ მეტი ხმა მოაგროვა. თუმცა ეს არ ნიშნავს დამარცხებას. შერმადინს აქვს შანსი, მაინც გახდეს სეზონის საუკეთესო კალათბურთელი. გულშემატკივართა გამოკითხვის მოგებით ჯანან მუსამ გამოსაკითხ სეგმენტთა ჯამის მხოლოდ
1/4 მოიგო. საკუთარი აზრი აქვს დასაფიქსირებელი ჟურნალისტებს, მწვრთნელებს და თავად მოთამაშეებს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში, როცა შერმადინმა მოიპოვა ესპანული ლიგის MVP-ის ტიტული, მან ოთხივე სეგმენტის გამოკითხვაში გაიმარჯვა.

GBF

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ იაქტიურეს ქართველებმა,მე ყოველდღე ვაძლევდი ხმას,ბოსნიელებმა გვაჯობეს
ირაკლი
18:25 14-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული