შენგელიას "ვირტუსი" ფინალურ სერიაში 1:2 ჩამორჩა

AutoSharing Option
ბოლონიური “ვირტუსი” იტალიის სერია A-ს ფინალურ სერიაში ისევ ჩამორჩა. თორნიკე შენგელიას გუნდმა სერიის მორიგი მატჩი მილანში გამართა, სადაც მასპინძელმა “არმანი იქსჩეინჯმა” 94:82 იმარჯვა და სერიაში ანგარიში 2:1 გახდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ტრადიციულად, ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28 წუთში (ყველაზე მეტი დრო სტუმართა რიგებში) 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.

თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი
3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო დანიელ ჰეკეტი (18 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი) იყო, ხოლო მილანელებს ნიკოლო მელიმ (22 ქულა) და შევონ შილდსმა (19 ქულა, 7 მოხსნა) ულიდერეს.

სერია A-ს ფინალური სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო შეხვედრა კი 14 ივნისს ისევ მილანში შედგება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული