შენგელიას სუპერმატჩი - "ვირტუსმა" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" სერია A-ს ფინალური სერიის მეხუთე მატჩში სახლში 84:78 სძლია "მილანს".

შენგელიამ 30 წუთში 15 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 7-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 14 იყო.

თორნიკემ მეოთხე მეოთხედში გადამწყვეტ მომენტში თავის გუნდს 5 ქულა შესძინა, დაცვაშიც შესანიშნავად გაისარჯვა, ბოლო წუთზე კი მეხუთე ფოლი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა იმ დროისთვის გამარჯვებულის ვინაობა უკვე გამოვლენილი იყო.

სერია 4 მოგებამდეა. ბოლონიელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს და
შემდეგ შეხვედრას გასვლაზე 18 ივნისს ჩაატარებენ.

ნამატჩევს შენგელიამ კომენტარი Rai Sport-თან და Discovery-სთან გააკეთა: "ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვიყავით. თამაში ძალიან ძლიერად დავიწყეთ და ასევე დავასრულეთ. ასეთივე უნდა იყოს ჩვენი შემართება მილანში მეექვსე შეხვედრაში, სადაც მეტოქეს ხმაურიანი აუდიტორია დაუჭერს მხარს. ეს მოტივაციისათვის უნდა გამოვიყენოთ. უნდა მოვიგოთ და თამაშში დავრჩეთ. საჭიროა საკუთარ თამაშზე მოვახდინოთ კონცენტრაცია, ისევე, როგორც დღეს; ბოლომდე ვიბრძოლოთ და ვინ იცის, შემდეგ რა მოხდება.

ჩემი ფიზიკური მდგომარეობა? არავითარი თავის მართლება. თუ დარბაზში მივედი, ე.ი. მზად ვარ, რადგან მწვრთნელი მენდობა, თანაგუნდელები მენდობიან. ამიტომ მათი დაღალატება არ შემიძლია. ჯერ კიდევ ვიბრძვით: სიამაყით, საჭირო ენერგიითა და სწორი განწყობით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული