შერმადინმა "ტენერიფეს" ისრაელშიც ულიდერა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" ფიბას ჩემპიონთა ლიგაში დამაჯერებელი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ქართველი ცენტრის დამსახურება მნიშვნელოვანია. შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელშიც ესპანურმა კლუბმა 95:57 გააცამტვერა ებრაული "ჰერცილია".

გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგია. ჩვენებურს გვერდში ედგა ფინელი საშუ სალინი, რომელმაც 18 ქულა და 5
მოხსნა მიითვალა. 15 ქულა ლიეტუველი ტიმ აბრომაიტისის ანგარიშზეა.

2 მოგებითა და 1 მარცხით "ტენერიფე" H ჯგუფს ბერძნულ "პერისტერისთან" ერთად ლიდერობს. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 29 ნოემბერს, ებრაულ გუნდთან ამჯერად შინაურ არენაზე გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული