ევროლიგის მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" მილანის "ოლიმპიას" ესტუმრა და 64:59 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულათ (3/8 ორქულიანი, 2/4 სამქულიანი), 2 მოხსნა და 2-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თორნიკე ნაკრებს დღეს შეუერთდება, ხვალ კი, თბილისის დროით 23:35 საათზე, ისლანდიას დაუპირისპირდება.
საუკეთესო მილოშ ტეოდოშიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 15 ქულით (5/6 სამქულიანი), 2 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მასპინძელთა მხრიდან ნაზ მიტრო-ლონგმა 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, ორივე გუნდს მოგება-წაგების ბალანსი 3-4-თან აქვს, რითაც მე-13-მე-14 პოზიციას იკავებენ.
"ვირტუსი" მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს, "ვალენსიას" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ოლიმპია" 18 ნოემბერს ჟალგირისის "კაუნასს" დაუპირისპირდება.