"ვირტუსმა" მძიმე მატჩი მოიგო - შენგელია დიდი დროითა და მშვენიერი მატჩით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" მილანის "ოლიმპიას" ესტუმრა და 64:59 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულათ (3/8 ორქულიანი, 2/4 სამქულიანი), 2 მოხსნა და 2-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თორნიკე ნაკრებს დღეს შეუერთდება, ხვალ კი, თბილისის დროით 23:35 საათზე, ისლანდიას დაუპირისპირდება.

საუკეთესო მილოშ ტეოდოშიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 15 ქულით (5/6 სამქულიანი), 2 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მასპინძელთა მხრიდან ნაზ მიტრო-ლონგმა 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, ორივე გუნდს
მოგება-წაგების ბალანსი 3-4-თან აქვს, რითაც მე-13-მე-14 პოზიციას იკავებენ.

"ვირტუსი" მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს, "ვალენსიას" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ოლიმპია" 18 ნოემბერს ჟალგირისის "კაუნასს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ კარგი შენგელია გამოჯანმრთელდა, თორემ ბითაძე და მამუკელაშვილი ხომ ვერ დაგვეხმარება... სამწუხაროა, რომ თითზე ჩამოსათვლელი კალათბურთელები გვყავს, შესაბამისად მცირე სათადარიგო სკამი!
ლაშა
10:44 10-11-2022
0

სიახლეები პოპულარული