რატი ანდრონიკაშვილმა ესპანურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი (სიმაღლე 194 სმ) ესპანური "მურსიას" წევრი გახდა.

ლიგა ენდესას საიტის ცნობით, ანდრონიკაშვილმა "მურსიასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მისი გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა და ხვალიდან სიტო ალონსოს ხელმძღვანელობით შეუდგება ვარჯიშს.

კლუბის ვებ-გვერდი აღნიშნავს, რომ ქართველი ფიზიკურად ძლიერია, დაცვაშიც სასარგებლოა და შეტევაშიც, ევრობასკეტზე მიიღო მონაწილეობა, შესარჩევ ეტაპზე ჩატარებულ მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს 17 ქულა ჩაუგდო და ადრე NCAA-ის "კრეიტონში" თამაშობდა.

"მურსია" ესპანეთის პირველობაზე 9 ტურის შემდეგ 4 მოგებით მე-12 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფის ლიდერია.

ამ გუნდის ღირსებას
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მადლობა მაკფადენს
სააკაძე
27 ნოემბერი 2022 20:52
1
ძალიან კარგი,ესპანეთი საუკეთესო ადგილია ახალგაზრდა კალათბურთელისთვის!
სოსო
27 ნოემბერი 2022 20:40
0
გამიხარდა ძალიან, წარმატებები, მალე რეალში მენახე და თუ ნბა იქნება კიდევ უკეთესი :)
ფიფა
27 ნოემბერი 2022 20:37
5
წარმატება რატის და უფრო მეტისთვის მიაღწიოს. ევროლიგის და მერე ნბა
მოქალაქე
27 ნოემბერი 2022 20:31
1
მადლობა ღმერთს რა თუ იპოვა გუნდი, იმედია ტათთანაც უკეთ შეთამაშდება.
რრრ
27 ნოემბერი 2022 20:22
1
ძაან მაგარი ამბავია!!როგორ მინდოდა რომ ესპანეთში ეთამაშა
მარი
27 ნოემბერი 2022 20:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული