შერმადინის "ტენერიფემ" "ფუენლაბრადაც" დაამარცხა და ესპანეთის ლიგის ლიდერია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. კუნძულელებმა მორიგი ტურის მატჩი მოიგეს და მადრიდის "რეალიც", "ბარსელონაც" და ნებისმიერი სხვა გუნდიც ზურგს უკან მოიტოვეს. 9 მოგება და 1 მარცხი – ეს ერთი წაგება ტენერიფელებს "ბარსელონასთან" აქვთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მარცხი (7 მოგების წიილ) განიცადა და ცხრილში მე-4 ადგილზეა.

ტენერიფელთა მორიგი მსხვერპლი მადრიდის "ფუენლაბრადა" აღმოჩნდა. შერმადინის გუნდმა მატჩი 97:72 მოიგო. მეტოქეთა შორის სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ ქართველი ცენტრის დიდად დატვირთვა საჭირო არ გამოდგა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 15:32
წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ტენერიფელთა რიგებში საუკეთესო ფინელი სასუ სალინი იყო, რომელმაც 6 სამქულიანი გამოიყენა და 21 ქულა მოაგროვა, ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა კი 17 ქულას 8 პასი წაამატა.

შერმადინის გუნდმა 10 ტურში 9 მოგება მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, პირველ ადგილზეა. "ლენოვო ტენერიფე" მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს ბადალონაში "ხუვენტუტთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული