შერმადინის 13 ქულა "პერისტერისთან" და "ტენერიფეს" განაღდებული პირველი ადგილი

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" ფიბას ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა. ესპანურმა კლუბმა ბერძნულ "პერისტერის" უმასპინძლა და მეტოქეს 26 ქულით – 86:60 აჯობა.

ქართველმა ცენტრმა არასრულ 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება დააგროვა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო. გიორგიზე უკეთესი შედეგი ესპანურ გუნდში ფრან გუერამ აჩვენა, რომლის ანგარიშზე 15 ქულაა.

"ლენოვო ტენერიფემ", რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, H ჯგუფში 4
მოგებით და 1 წაგებით პირველი ადგილი უკვე გაინაღდა, ბოლო ტურში კი, 21 დეკემბერს, სტუმრად ლიეტუვურ "რიტასს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამჯერად ჩემპიონთა ლიგაში არსებული 32 გუნდიდან მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 საუკეთესო ითამაშებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული