"ვირტუსი" ბოლო მეოთხედის წინ ერთ ქულას იგებდა, თუმცა მჭიდრო დაცვით ბოლო მეოთხედში ესპანელებს ბურთი რამდენჯერმე დააკარგვინეს და მატჩი სათავისო შედეგით დაასრულეს. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულას, 2 მოხსნას, 6 პასს და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. შენგელიამ ორქულიანი ერთხელ ისროლა და გამოიყენა, ერთი სამქულიანი გააფუჭა და 4-დან 3
იტალიურ გუნდს იფე ლუნდბერგმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. მილოშ ტეოდოსიჩს 8 ქულა ჰქონდა, მაგრამ სერბმა ორი სამქულიანი ბოლო მეოთხედში ჩააგდო და ამით გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
"ბარსელონას" "ვირტუსთან" ევროლიგაში მატჩი არასდროს მოუგია. შენგელიას გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 8 მოგებითა და 9 მარცხით ევროლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბოლონიელები კაუნასის "ჟალგირისს" მასპინძლობენ.
GBF.GE