"ინდიანას" ერთ-ერთმა ლიდერმა მაილს ტერნერმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, რის გამოც გოგა ბითაძემ რიკ კარლაილისგან შანსი მიიღო. ქართველმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. გოგამ მეტოქის კალათში თითო 2-ქულიანი და ერთი 3-ქულიანი მოათავსა.
"პეისერსის" რიგებიდან ბადი ჰილდი 31 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა, "ინდიანას" მსროლელმა 15-დან 7 სამქულიანი ზუსტად ტყორცნა.
გამარჯვებულთაგან ჯეილენ ბრანსონმა 34 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"ინდიანა" 23 გამარჯვებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. კარლაილის გუნდი მორიგ მატჩს 14 იანვარს, "ატლანტა ჰოუქსთან" გამართავს.
"ნიუ-იორკი" 23 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. "ნიქსი" 14 იანვარს "ვაშინგტონ ვიზარდსს" დაუპირისპირდება.
გოგა ბითაძეს NBA-ს ახალ კლუბს უკავშირებენ
"როცა გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია და ამის შესაძლებლობა არ გეძლევა..." - გოგა ბითაძე