გოგას 15 წუთი და 5 ქულა - "ინდიანა" "ნიუ-იორკთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ-იორკ ნიქსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 119:113 დაამარცხა.

"ინდიანას" ერთ-ერთმა ლიდერმა მაილს ტერნერმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, რის გამოც გოგა ბითაძემ რიკ კარლაილისგან შანსი მიიღო. ქართველმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. გოგამ მეტოქის კალათში თითო 2-ქულიანი და ერთი 3-ქულიანი მოათავსა.

"პეისერსის" რიგებიდან ბადი ჰილდი 31 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა, "ინდიანას" მსროლელმა 15-დან 7 სამქულიანი ზუსტად ტყორცნა.

გამარჯვებულთაგან ჯეილენ ბრანსონმა 34 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი
გადაცემა მიითვალა.

"ინდიანა" 23 გამარჯვებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. კარლაილის გუნდი მორიგ მატჩს 14 იანვარს, "ატლანტა ჰოუქსთან" გამართავს.

"ნიუ-იორკი" 23 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. "ნიქსი" 14 იანვარს "ვაშინგტონ ვიზარდსს" დაუპირისპირდება.

altგოგა ბითაძეს NBA-ს ახალ კლუბს უკავშირებენ

alt"როცა გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია და ამის შესაძლებლობა არ გეძლევა..." - გოგა ბითაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული