შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:45 წუთი გაატარა, რა დროშიც 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ 21 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, რაც MVP-ს ტიტულის მოსაგებად
"ტენერიფემ" სეზონში მე-12 მატჩი მოიგო და დროებით მე-3 ადგილზე გადავიდა. თუ "ბასკონია" "ბადალონას" ვერ მოუგებს, "ტენერიფე" მესამე ადგილს შეინარჩუნებს. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში აუტსაიდერთა ზონაში მყოფ "ბეტისს" უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ შერმადინს შანსი აქვს, მე-16 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, თუკი ტურის დარჩენილ 5 მატჩში მასზე უკეთეს შედეგს (31 სარგებლიანობის კოეფიციენტი) არავინ დააფიქსირებს. თუ ასე მოხდა, შერმადინი ისტორიაში მე-18-ედ გახდება ტურის საუკეთესო, რითაც ფლიპე რეიეს და ბერნარდ ჰოპკინსს გადაასწრებს და 1-ით მიუახლოვდება ამ საპატიო კატეგორიის ისტორიულ ლიდერებს – ლეგენდარულ არვიდას საბონისს და ლუ როუს. თითოეულს ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი 19-ჯერ აქვს მოგებული.
GBF.GE