მე-18 მე-18-ში: შერმადინმა MVP-ის ტიტულებით ლეგენდარულ არვიდას საბონისს მიუკაკუნა

AutoSharing Option
ესპანეთის მე-18 ტურში გიორგი შერმადინმა "ლენოვო ტენერიფეს" "ფუენლაბრადასთან" ულიდერა და მატჩის MVP გახდა. მის მიერ მოგროვებული სარგებლიანობის 30 კოეფიციენტი საბოლოოდ მთლიან ტურში საუკეთესო აღმოჩნდა და ლიგა ენდესამ ქართველი ცენტრი მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. შერმადინისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში რიგით მე-18 ტურის MVP-ის ტიტულია, რაც ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია.

აღნიშნული შედეგით შერმადინმა გადაასწრო ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინს, რაც უკვე ისტორიული შედეგია და შანსი აქვს, ლიდერებიც ჩამოიტოვოს. ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის ტიტული ყველაზე მეტჯერ (19-19) მოგებული აქვთ ლეგენდარულ არვიდას საბონისსა და თავის
დროზე ესპანეთში ნბა-დან გადასულ ლო როს. როგორც ხედავთ, ქართველ კალათბურთელს 2 ტიტული აკლია, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის ლიდერი გახდეს ტურის საუკეთესო მოთამაშის მოგებული პრიზების მხრივ.

შეგახსენებთ, რომ შერმადინმა "ფუენლაბრადასთან" 25 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და მისი საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი მე-18 ტურის ეგიდით გამართულ 9 მატჩში საუკეთესო გახლდათ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ.სასიხარულოა!
კოტე
12:37 30-01-2023
0
შერმინეიტოოორ
ანი
16:45 30-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული