ესპანური ლიგის რეკორდსმენი – გიორგი შერმადინი პირველია!

AutoSharing Option
ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ოფიციალურ საიტზე შეაჯამეს იანვრის შედეგები და გიორგი შერმადინი რეალელ ედი ტავარეშთან ერთად თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

იგი თვის MVP მეთერთმეტედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია – აქამდე მასსა და ტანოკა ბერდს ეს ჯილდო 10-10-ჯერ ჰქონდათ მოგებული.

იანვარში შერმადინი საშუალოდ 18.6 ქულას, 6.4 მოხსნასა და 2 პასს აგროვებდა. ორქულაინები 69.8-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა, საჯარიმოები – 97.1 პროცენტით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ლიგა ენდესამ" ქართველი ცენტრი მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. შერმადინისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში რიგით მე-18 ტურის MVP-ის ტიტულია, რაც ისტორიაში
მე-3 საუკეთესო შედეგია.

აღნიშნული შედეგით შერმადინმა გადაასწრო ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს, რაც უკვე ისტორიული შედეგია და შანსი აქვს, ლიდერებიც ჩამოიტოვოს. ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის ტიტული ყველაზე მეტჯერ (19-19) მოგებული აქვთ ლეგენდარულ არვიდას საბონისსა და თავის დროზე ესპანეთში NBA-დან გადასულ ლო როს. ქართველ კალათბურთელს 2 ტიტული აკლია, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის ლიდერი გახდეს ტურის საუკეთესო მოთამაშის მოგებული პრიზების მხრივ.

GBF

altმე-18 მე-18-ში: შერმადინმა MVP-ის ტიტულებით ლეგენდარულ არვიდას საბონისს მიუკაკუნა


მკითხველის კომენტარები / 4 /
შერმადინი,საქართველოში თამაშისას,სამქულიანებსაც კარგად ისროდა,მაგრამ რაც წავიდა,ამას არასოდეს აკეთებს.როცა ჰკითხეს,სხვებიც კარგად ისვრიან და მე,ფარქვეშ უფრო ეფექტური ვარო,თავმდაბლად თქვა.რატომ არ ისვრის,ჩემთვისაც გამოცანაა.მისი ეფექტი ხომ, კიდევ უფრო გაიზრდებოდა.ძალიან კი მიყვარს,ეს ბიჭი,ვარსკვლავური დაავადებისა,ჩრდილიც კი არ მიჰკარებია და იგივედ დარჩა,რაც იყო.მჯერა, ყველას გადაასწრებს.
სოსო
15:17 01-02-2023
0
შერმადინს ინდივიდუალურად!! ყველაზე მეტი ტიტული აქვს ქართველ კალთბურთელებს შორის
ბექა
14:17 01-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული