შერმადინი სტამბოლშიც საუკეთესოა – გამარჯვება და MVP-ის ტიტული "დარუშაფაკასთან"

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზეც შეუჩერებელია და MVP-ის ტიტულების ხვეჭას განაგრძობს. მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მისმა "ტენერიფემ" სტამბოლში "დარუშაფაკა" 80:59 გაანადგურა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ქართველი ცენტრი დაასახელეს.

შერმადინმა მხოლოდ 19:19 წუთი ითამაშა და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, გიორგიმ ამჯერადაც მატჩის MVP-ის ტიტული დაიმსახურა.

2-დან 2 მოგებით "ტენერიფე" L ჯგუფის
ლიდერია. შემდეგ ტურში, 7 თებერვალს, შერმადინის გუნდი “ბილბაოს” უმასპინძლებს.

GBF

altესპანური ლიგის რეკორდსმენი – გიორგი შერმადინი პირველია!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული