"ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა

AutoSharing Option
დღეს, 9 თებერვალს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მიმდინარე სეზონში მოთამაშეთა გაცვლის ბოლო დღეა. The Athletic-ის ინფორმაციით, "ინდიანა პეისერსმა" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა.

ამგვარად, გოგა თავისუფალი აგენტი გახდა და სულ მალე ახალი გუნდის ძებნას შეუდგება. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 23 წლის კალათბურთელი.

ტრეიდის ბოლო დღეს ბითაძის სხვა კლუბის კალათბურთელში გაცვლას ვარაუდობდნენ, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი გაუწყვიტეს.

იმავე გამოცემამ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "პეისერსმა" ჯორდან ნვორა დაიმატა.

შეგახსენებთ, ბითაძე "ინდიანამ" 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ "პეისერსის" მაისურით
ჯამში 170 მატჩი გამართა, საშუალოდ კი 4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.

altგიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"

alt"ინდიანამ" ბითაძეს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა

altბითაძე მძიმე დაზიანებას გადაურჩა - ითამაშებს ესპანეთთან?

მკითხველის კომენტარები / 25 /
არ ვიცი ვინ როგორ ხედავს მაგრამ ნაკრების თამაშები როცა იყო ვერაფრით გამოარჩევდი სხვებისგან, არა და ნბა-ს მოთამაშეები სხვა გუნდებში თამაშის ბედს წყვეტდნენ, ბითაძეზე ნამდვილად არ რჩება ის შთაბეჭდილება რომ 3 წელი ნბა-ში თამაშობს
მამუკა
00:45 10-02-2023
3
თუ უნდა კალათბურთის თამაში ევროპაში უნდა დაბრუნდეს...თუ ფულზე იქნება დამოკიდებული ნბა ში უნდა დარჩეს.სიმართლეს თვალი გავუსწორო და ვიტყვი რომ ცოტა დრო ქონდა,მაგრამ რა დროც ქონდა იმ დროში ბევრი უნდა დაემტკიცებინა..სამწუხაროა მაგრამ ვერ შეძლო...ევროპა ჯობია
მოქალაქე
23:33 09-02-2023
4

სიახლეები პოპულარული