ინდიანას პრეზიდენტი: ბევრი ზარი მივიღეთ, ვიცი გოგას აყვანა NBA-ის გუნდს სურს

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, "ინდიანა პეისერსმა" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა. 23 წლის კალათბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

"პეისერსის" პრეზიდენტმა კევინ პრიტჩერდმა გოგას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველის დამატებით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბევრი გუნდია დაინტერესებული.

"გოგასთან დაკავშირებით ბევრი ზარი მივიღეთ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მის აყვანას NBA-ის გუნდი გეგმავს. დარწმუნებული ვარ ბითაძე სხვაგან თავს გამოიჩენს. სამწუხაროდ, ჩვენთან ვერ მიიღო ის შანსი, რომელიც სჭირდებოდა".

შეგახსენებთ, ბითაძე "ინდიანამ" 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ "პეისერსის" მაისურით ჯამში 170 მატჩი გამართა, საშუალოდ კი
4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

alt"ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა

alt"ინდიანამ" ბითაძეს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ათლეტიზმში თუ საგრძნობლად არ მოუმატა ამერიკაში დიდი კალათბურთის თამაში გაუჭირდება, არა და საკალათბურთო მონაცემი სწორედ ასეთი აქვს.
გიორგი
18:28 11-02-2023
1
თუ ენბიეის-ს რომელიმე გუნდი აიყვანს სოლიდურ სათამაშო დროის გარანტიით მხოლოდ ამ შემთხევაში აქვს აზრი დარჩენას. სადმე გადასვლა და ისევ შანსის ლოდინი შეცდომა იქნება ალბათ და მაშინ ჯობია ისევ ევროპაში დაბრუნდეს.
არტ
16:56 11-02-2023
0

სიახლეები პოპულარული