საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "ორლანდოს" პრესსამსახური ავრცელებს.
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 23 წლის კალათბურთელი 35-ნომრიან მაისურს მოირგებს.
შეგახსენებთ, "მეჯიქმა" რამდენიმე დღის წინ ცენტრი მო ბამბა "ლეიკერსში" გაცვალა, სანაცვლოდ კი გამთამაშებელი პატრიკ ბევერლი მიიღო.
შეგახსენებთ, ბითაძე "ინდიანამ" 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ "პეისერსის" მაისურით ჯამში 170 მატჩი გამართა, საშუალოდ კი 4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.
"ორლანდო" 24 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.
06:53 14-02-2023
ოფიციალურად: ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ბოლოს მაინც მინდა დავამატო, ცნობილი ფრაზა ქართველ ფეხბურთლებზე, რომ მათი გაქანება "BMW- ს ძრავს ვერ ცდება", რაც სამწუხაროდ ხშირად მართლდება, იმედია ეს გამოთქმა კალათბურთელების შემთხვევაში ბრენდული ტანსამლის ონლაინ სთორებს ვერ ცდებაო არ იტყვიან.
წარმატებები და მეტი შრომა..