შენგელია და ბელინელი "ვირტუსს" იტალიის თასის ნახევარფინალში შეუძღვნენ

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" იტალიის თასის ნახევარფინალშია. ბოლონიელებმა დაძაბულ ბრძოლაში – 82:68 დაამარცხეს "ვენეცია".

ანგარიშში სხვაობა საკმარისად დიდია, თუმცა აღსანიშნავია, რომ "ვირტუსი" საწყისი ორი პერიოდის მერე აგებდა, თუმცა მესამე პერიოდიდან, თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით, ვირტუსელებმა თამაში გამოასწორეს და ნახევარფინალშიც დამსახურებულად გავიდნენ.

თოკოს სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 19 ქულა (10-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 პასი. ბოლონიაში მასზე მეტი მხოლოდ მარკო ბელინელიმ ჩააგდო – 21 ქულა.

ნახევარფინალი 18 თებერვალს გაიმართება. "ვირტუსი" "ტორტონასა" და "ტრენტინოს" შორის გამარჯვებულს
შეხვდება. გათამაშების ფავორიტი "მილანი" მეოთხედფინალში "ბრეშასთან" დამარცხდა. ბრეშელები ნახევარფინალში "პესაროს" დაუპირისპირდებიან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული