შერმადინის 20 ქულა თასის ფინალში გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინს გულით უნდოდა ესპანეთის სამეფო თასის მოგება და საამისოდ ყველაფერი გააკეთა. ქართველი ცენტრი მატჩის სტატისტიკური ლიდერი გახლდათ, თუცა მისი გუნდი "ტენერიფე" ფინალში მაინც დამარცხდა. "უნიკახამ" დაძაბულ ბრძოლაში – 83:80 მოუგო "ტენერიფეს" და ესპანეთის სამეფო თასის გამარჯვებული გახდა.

შერმადინმა მოედანზე ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი – 32:06 წუთი დაჰყო და 20 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ
კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ვეტერანი ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ეს მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებმა სამეფო თასის მეოთხედფინალში "გრან კანარიას" 89:73 სძლიეს, ნახევარფინალში "ხუვენტუდი" 73:72 დაამარცხეს, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა კი ვეღარ მოახერხეს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტო მე მომეჩვენა, რომ გურასპაული უნიკახას ქომაგობდა.
დიმა
21:34 20-02-2023
0
უნიკახამ ისეთი თამაშები მოიგო,რომ აღარავისი ეშინოდათ,ტენერიფე კი,ფაქტობრივად შემთხვევით გავიდა ფინალში და რამდენიმე კალათბურთელი მზად არ იყო გამარჯვებისათვის.ვეტერანები ბოლომდე იბრძოდნენ,მაგრამ ორი სამი კაცი,კალათბურთში,ძლიერ მეტოქეს ვერ აჯობებს.ფარქვეშ საშინლად ირჯებოდა ტენერიფე და მგონი ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი.ასხლეტილი ბურთებისათვის,მხოლოდ შერმადინი,ვერაფერს გახდებოდა რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგ.
სოსო
21:31 20-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული