უკეთესი კონტრაქტით - მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსის" დატოვებიდან ორიოდ დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების 23 წლის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა.

"სან ანტონიო სპურსმა" აიზეა რობის ნაცვლად მამუკელაშვილი დაიმატა და მას სტანდარტული კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი საიტით ავრცელებს.

"მილუოკი ბაქსში" სანდროს ორმხრივი კონტრაქტი ჰქონდა და სეზონში NBA-ში 50-ზე მეტი მატჩის ჩატარება არ შეეძლო. ასე რომ, მას პირობები და მათ შორის ფინანსური გაუუმჯობესდება. გაფორმებული ხელშეკრულების სხვა დეტალები არ ხმაურდება.

ახალ გუნდში, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა და რომლის მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩია, მამუკელაშვილი 54-ნომრიანი
მაისურით ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ცოტა უბერავს გრეგ პოპოვიჩი მარა როგორც მწვრთნელი მაგარია და სანდროს თუ ათამაშებს ხმის ამომღები არ ვიქნები.
zangi.
04 მარტი 2023 17:12
0
პოპოვიჩიო! რამდენ რამეს ასწავლის სანდროს და როგორ დახვეწავს, ყველა ერთად ვნახავთ. პოპოვიჩი ტყუილად არავის არ აიყვანდა.
ვაუ
04 მარტი 2023 16:27
2
19 თამაშია დარჩენილი, რაც არც ისე ცოტაა.
დრო კი არის ცოტა, მაგრამ არა უშავს,
წარმოდგენას შეიქმნიან ერთმანეთზე გუნდი და სანდრო და ახალი სეზონისთვის მოემზადებიან.
ულევი წარმატებები სანდროს !!!
ქართველი
04 მარტი 2023 14:16
0
სანდრო გრეგ პოპოვიჩს დაუჯერე და სპურსი არა ჩემი გუნდ მაგრამ საქართველოს ნაკრებში დაგლეჯ ყველაფერს თოკოს ღირსეული ჩანაცვლება ჭირდება .
ფიქო
04 მარტი 2023 13:09
1
მაგარი ამბავია, ვულოცავ სანდროს და წარმატებებს ვუსურვებ! კალათბურთის აკადემიკოსი ბებერი გრეგი სულ სხვა დონეზე აიყვანს დარწმუნებული ვარ!
llcl
04 მარტი 2023 11:36
0
გეთანხმები, ძალიან კარგი ამბავია! პოპოვიჩი ეს ლეგენდაა და რაც სანდროს აკლია ყველაფერის სწავლისს და განვითარების შანსი აქვს! შეუძლია წამყვანი მოთამაშეც კი გახდეს. მგონი მძიმე ფორვარდის პოზიცაზე კარგი იქნება, მაგრამ ამას პროფესორ პოპოვიჩს ვინ ასწავლის?! მოუთმენლად ველოდები დარჩენილ თამაშებს.
aburjga
04 მარტი 2023 12:45
0
თავის დროზე , გოგას დრაფტის დროს , როგორ მინდოდა რომ გოგა გრეგთან მოხვედრილიყო , დღეს მონსტრი იქნებოდა . აი სანდროსგან კი გრეგი ძალიან დომინანტ ცენტრს დააყენებს , ვინ-ვინ და მან ყველაზე კარგად იცის ჭკვიანი მაღლების და გუნდური კალათბურთის ფასი . წარმატებები სანდროს , ძალიან მაგარ გუნდში მოხვდა .
ATP 16
04 მარტი 2023 11:29
1
როგორც იქნა ჩემ საყვარელ გუნდში ვიხილავ ქართველ კალათბურთელს… იმედია მომავალ სეზონში საოლეიოფო გუნდი იქნება.
ზურა
04 მარტი 2023 10:47
1
ყველაზე კაი რაღაც მოხდა რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ყოჩაღ სანდროს, წარმატებები. ძაან გაიზრდება ბებერ გრეგთან
რა მაფიაა?
04 მარტი 2023 10:09
0

წარმატებები და წინსვლა სანდრო
გიორგი
04 მარტი 2023 09:36
0
ძალიან მაგარი ამბავი.კიდე უფრო დიდი შანსი გახდე მაგარი კალათბურთელი
ირაკლი
04 მარტი 2023 09:13
1

სიახლეები პოპულარული