"მილუოკი ბაქსის" დატოვებიდან ორიოდ დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების 23 წლის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა.
"სან ანტონიო სპურსმა" აიზეა რობის ნაცვლად მამუკელაშვილი დაიმატა და მას სტანდარტული კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი საიტით ავრცელებს.
"მილუოკი ბაქსში" სანდროს ორმხრივი კონტრაქტი ჰქონდა და სეზონში NBA-ში 50-ზე მეტი მატჩის ჩატარება არ შეეძლო. ასე რომ, მას პირობები და მათ შორის ფინანსური გაუუმჯობესდება. გაფორმებული ხელშეკრულების სხვა დეტალები არ ხმაურდება.
ახალ გუნდში, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა და რომლის მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩია, მამუკელაშვილი 54-ნომრიანი
მაისურით ითამაშებს.
დრო კი არის ცოტა, მაგრამ არა უშავს,
წარმოდგენას შეიქმნიან ერთმანეთზე გუნდი და სანდრო და ახალი სეზონისთვის მოემზადებიან.
ულევი წარმატებები სანდროს !!!
წარმატებები და წინსვლა სანდრო