მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 6 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დემიან ლილარდი გახლდათ, "პორტლენდის" ლიდერმა 41 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
"ორლანდოდან" პაოლო ბანჩერო 26 ქულით, 5 მოხსნით, 2 ასისტითა და 1 ჩაჭრით გამოირჩა.
ამრიგად, "მეჯიქი" 27 მოგებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გუნდი მომდევნო მატჩს 8 მარტს "მილუოკის" წინააღმდეგ გამართავს.
"პორტლენდი" 30 გამარჯვებითა და 34 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ჩონსი ბილაფსის გუნდი 7 მარტს "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება.
გოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?