შერმადინის 13 ქულა 14 წუთში და ბრძოლაში ძლეული "დარუშაფაკა"

AutoSharing Option
შერმადინის შედეგიანი მატჩი "ტენერიფეში". ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან უკვე გასულმა ტენერიფელებმა ბოლო ტურის მატჩში თურქულ "დარუშაფაკას" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 75:71 მოუგეს.

"ტენერიფემ" პირველი ტაიმი 11 ქულით წააგო, თუმცა შეხვედრის შეტრიალება მოახერხა. ესპანურმა კლუბმა მესამე პერიოდში მეტოქეს 9 ქულით აჯობა და მეოთხე პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულას აგებდა. საბოლოოდ მასპინძლებმა მოახერხეს თურქული კლუბის დამარცხება და ამით საქმე თანაჯგუფელ "მურსიას" გაუკეთეს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების 2 წევრი – რატი ანდრონიკაშვილი და თად მაკფადენი, იცავს.

შერმადინმა პარკეტზე 14:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 13
ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ "ტენერიფე" ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და ამ ჯერზეც ტიტულის მოგება აქვს ერთადერთ მიზნად.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართული კლუბები ევროტურნირებზე მონაწილეობენ საერთოდ?
აკო
22:45 22-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული