"ორლანდომ" "დეტროიტი" დაამარცხა - გოგას მორიგი კარგი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძემ "ორლანდოში" პირადი რეკორდი გაიმეორა. 29 მარტს "ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა 13 წუთში 13 ქულა ჩააგდო, ხოლო 2 აპრილს ეს შედეგი "დეტროიტთან" გაიმეორა, ოღონდ 13 ქულა არასრულ 18 წუთში ჩააგდო.

"ორლანდომ" "დეტროიტს" დამაჯერებლად – 128:102 სძლია, რაშიც ბითაძემ საკუთარი წვლილი შეიტანა. გოგა სათადარიგო იყო და ყველა პერიოდში დაახლოებით თანაბარი დროით ითამაშა. მან 17:51 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მან 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანი უშედეგოდ ისროლა.

"ორლანდომ" 5
მატჩიდან 4 მოიგო, მაგრამ პლეი-ოფში მოხვედრის შანსი თითქმის დაკარგული აქვს. ფლორიდელებს 34 გამარჯვების წილ 44 მარცხი გააჩნიათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე არიან. "მეჯიქი" მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს, შინ "კლივლენდ კავალიერსთან" ჩაატარებს.

GBF

altგოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული