"ორლანდომ" "დეტროიტს" დამაჯერებლად – 128:102 სძლია, რაშიც ბითაძემ საკუთარი წვლილი შეიტანა. გოგა სათადარიგო იყო და ყველა პერიოდში დაახლოებით თანაბარი დროით ითამაშა. მან 17:51 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მან 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანი უშედეგოდ ისროლა.
"ორლანდომ" 5 მატჩიდან 4 მოიგო, მაგრამ პლეი-ოფში მოხვედრის შანსი თითქმის დაკარგული აქვს. ფლორიდელებს 34 გამარჯვების წილ 44 მარცხი გააჩნიათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე არიან. "მეჯიქი" მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს, შინ "კლივლენდ კავალიერსთან" ჩაატარებს.
GBF
გოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?