სანდრო მამუკელაშვილმა "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. "სან ანტონიო სპურსი" "დალას მავერიქსს" ესტუმრა და 138:117 გაიმარჯვა. ტეხასელთა რიგებიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, ქართველმა მსუბუქმა ფორვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდრომ მოედანზე 31:27 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

"დალასიდან" ჯეიდენ ჰარდიმ გუნდს 25 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "სპურსმა" რეგულარული სეზონი 22 გამარჯვებითა და 60 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზე დაასრულა და საპლეიოფო ზონის მიღმა აღმოჩნდა.

"მავერიქსმა"
38 მოგებითა და 44 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გასვლა ვერც მეორე ტეხასურმა გუნდმა მოახერხა.

altსანდრომ მოედანზე 21 წუთი გაატარა - "სპურსმა" "პორტლენდი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

altსანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა "ფინიქსთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

altსანდროს 17 წუთი და გამარჯვება დასავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ სანდრო! პოპოვიჩს დაუჯერე და დარწმუნებული ვარ უმაღლეს მწვერვალზე აგიყვანს!
BOSS
10 აპრილი 2023 19:47
0
მამუ ისეთ მოძრაობებს აკეთებს, რომ კაცს პირი ღია დარჩება, ეს უკვე უმაღლესი კლასია, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და უსაზღვროდ გახარებული, ყოჩაღ მამუ, ყოჩაღ! ბრავოოოოოოოოოოოო...........
bravo maerstro
10 აპრილი 2023 16:23
0
სანდროს მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=p51qRmrkXjo
ქ. გ.
10 აპრილი 2023 14:29
0
მამუ, არ შეწყვიტო ძმაო პროგრესირება და აშკარად იმ კიბეზე ადიხარ, რომლის ზედა საფეხურებზე პირველი ქართული ოლსტარები ჩანს!
მიდი სანდრო!
10 აპრილი 2023 13:18
2
ბრავო! მაგარი კაცი გვყავს ნაკრებში!!! მსოფლიოზე უნდა გაიბრწყინოს!!!
qomagi
10 აპრილი 2023 13:11
0
ყოჩაღ სანდრო, გილოცავ,ძალიან გაგვახარე, წარმატებებს გისურვებ.
Mr.kostaia
10 აპრილი 2023 10:25
0
ორმაგ დუბლსაც გააჩნია, 23 ქულა სხვა ამბავია. გასაგებია რომ გადამწყვეტი და დაძაბული სიტუაცია არ ყოფილა, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში უნდა გამოიჩინოს თავი ნდობის მოსაპოვებლად. პასებსაც კარგად არიგებდა
nika
10 აპრილი 2023 08:53
0

სიახლეები პოპულარული