შენგელიას 12 ქულა, 9 მოხსნა და "ვირტუსის" გამარჯვება "ტრენტოსთან"

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" "ტრენტინოს" უმასპინძლა და 96:80 დაამარცხა.

ბოლონიელებმა პირველივე პერიოდში გააკეთეს განაცხადი გამარჯვებაზე, როცა ათწუთეული 23:11 მოიგეს. შენგელიამ 26 წუთში 12 ქულა, 9 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. მან პერიმეტრიდან 3-ჯერ ისროლა და ბურთი კალათში 2-ჯერ მოათავსა, ორქულიანი კი 3-დან 1 ჩააგდო. თორნიკე საჯარიმოს ხაზთან 5-ჯერ დადგა და 4-ჯერ ზუსტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელი მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, მაგრამ ბურთი 3-ჯერ დაკარგა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში მე-2 საუკეთესო იყო
– +26.

"ვირტუსს" 26 ტურის შემდეგ 20 მოგება და 6 მარცხი აქვს. შენგელიას გუნდი 40 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. შემდეგ მატჩს ბოლონიელები 19 აპრილს "სკაფატის" წინააღმდეგ გამართავენ.

GBF

altთორნიკე შენგელიას "ვირტუსი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

altთორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი იტალიის სერია A-ში

altთორნიკე შენგელია "მაკაბის" ფანებს დაუპირისპირდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული