შერმადინმა "ტენერიფეს" "ბრეოგანთან" ულიდერა და MVP-ის ტიტული დაიმსახურა

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინი კვლავ MVP გახდა – ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატის 29 ტურის მატჩის, რომელშიც მისი წინამძღოლობით "ლენოვო ტენერიფემ" შინ "ბრეოგანი" 85:67 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო, მან 23 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტიც გუნდში ყველაზე მაღალი ჰქონდა (27). 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 ერთქულიანი გამოიყენა. სხვათა შორის, მარგი ქმედების კოეფიციენტები რომ შევკრიბოთ, შერმადინმა სწორედ "ბრეოგანთან" მიაღწია 5-ათასიან ნიშნულს.

"მურსია" "მანრესასთან" სტუმრად 83:93 დამარცხდა. მურსიელთა შორის 6 წუთი ითამაშა რატი ანდრონიკაშვილმა
(1 ქულა), ხოლო მაკფადენმა 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა. თადმა 3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 ერთქულიანი ჩააგდო.

"ტენერიფეს" 28 ტურის შემდეგ 20 გამარჯვება აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო "მურსია" 12 გამარჯვებით მეთორმეტეა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული