გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის MVP გახდა! იხილეთ გიორგის ემოციები პრიზის მიღების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინი ესპანეთის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გასაკვირი არაა, რომ ქართველი ცენტრი ლიგა ენდესას სეზონის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა.

"ტენერიფეს" კალათბურთელმა ამის შესახებ თვითმფრინავში გაიგო, კუთვნილი პრიზი კი მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა გადასცა. 34 წლის კალათბურთელი მთელმა გუნდმა ტაშით დააჯილდოვა.

გიორგიმ აღნიშნული ტიტული მეორედ მოიპოვა, გამოცდილი მოთამაშე სეზონის MVP-ი პირველად 2020/2021 წლების სეზონში გახდა.

შეგახსენებთ, შერმადინი ლიგა ენდესას ჩემპიონატში საშუალოდ 14.4 ქულას, 5.4 მოხსნასა და 1.2 შედეგიან პასს აგროვებდა.

altშერმადინის 15 ქულა - "ტენერიფემ" ლიგა ენდესა რეგულარული გამარჯვებით დაასრულა, წინ პლეი-ოფია [VIDEO]

altშერმადინის

8 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი მალაგაში

altშერმადინის ლიდერობით "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაო მოიგო

მკითხველის კომენტარები / 24 /
გილოცავ გიორგი! ესპანეთში საუკეთესობა დიდი წარმატებაა. შენ საქართველოს სახე და სიამაყე ხარ! უფლის წყალობა და წარმატებები არ მოგკლებოდეს!
თენგაბი
26 მაისი 2023 18:51
0
გილოცავ გიო,წარმატებებს გისურვებ მსოფლიოზე საქართველოსთან ერთად,დარწმუნებული ვარ იქაც წარმატებული იქნები!!!!!!!
ლია
26 მაისი 2023 18:24
0
გილოცავ გიო ჩვენი სიამაყე ხარ !!!
გიორგი
26 მაისი 2023 18:07
0
ეს კაცი არის საქართველოს სიამაყე, ადამიანი ეტალონი , უბრალო წესიერი და თავისი საქმის პროცესიონალი, დალოცოს ღმერთმა!
ილიავარ...
26 მაისი 2023 17:30
0
გიო! გილოცავთ ამ დიდ აღიარებას! ეგ ერთი და სხვა მრავალი!
ნონა
26 მაისი 2023 16:56
0
საამაყო ქართველი და სამაგალითო ადამიანი. ვამაყობთ გიო შენით!!!
ბმბ
26 მაისი 2023 16:19
0
რამხელა სიხარულია..ვულოცავ გიოს ამ დიდ ჯილდოს უკვე მეორეჯერ..ყველაზე საუკეთესო ევროპულ ჩემპიონატში..შთამბეჭდავი საზეიმო პერფომანსი მოუწყევს..მშვენიერი სიურპრიზია..მრავალი წარმატება მიგველოცოს გიოსთვის..ამ ჯილდოზე ესპანეთის ჩემპიონობაც დაემატებინოს..
ბუჯანგა
26 მაისი 2023 16:03
0
ყველაზე სტაბილური ქართველი სპორტსმენი,ყოველ წელს რაღაც მიღწევა აქვს!!!!
საბა
26 მაისი 2023 16:02
0
ლეგენდა ხარ გიო!!!გილოცავ საქართველო დამოუკიდებლობის დღე!!!!
საქართველო უპირველესად
26 მაისი 2023 15:28
1
რა მაგარიაააა!!გილოცავ გიო შენ ლეგენდებში ჩაეწერეე!!!!!!
მარი
26 მაისი 2023 15:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული