შერმადინის "ტენერიფემ" პლეი-ოფი "უნიკახასთან" საშინაო მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
წარუმატებად დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფი გიორგი შერმადინის "ტენერიფემ". მოგეხსენებათ, რეგულარულ ჩემპიონატში ტენერიფელებმა მე-4 ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალურ სერიაში "უნიკახას" ხვდებიან. პირველივე შეხვედრაში შერმადინის გუნდმა მარცხი განიცადა და მოედნის უპირატესობა დაკარგა.

მატჩს თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე სტუმრები, მალაგელი კალათბურთელები იგებდნენ, რომლებმაც საბოლოოდ დამაჯერებლად – 72:59 იმარჯვეს. შერმადინმა პარკეტზე 20:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინის გუნდი სერიაში 0:1 მარცხდება. მომდევნო მატჩი მალაგაში 1-ელ ივნისს გაიმართება, "უნიკახა" "ტენერიფეს"
უმასპინძლებს. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიანაც კარგი.
გობი
20:17 31-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული