თორნიკე შენგელია სერია A-ს ფინალს მიუახლოვდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მეორე მატჩიც მოიგო და „ტორტონასთან“ 2:0 დაწინაურდა. ეს შეხვედრაც ბოლონიაში გაიმართა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 108:78.

თორნიკემ 18 წუთი ითამაშა, 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მის გუნდში 20 ქულითა და 8 მოხსნით ჯორდან მიკი გამოირჩა.

ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდეა. მესამე მატჩი 2 ივნისს ტორტონაში გაიმართება და მოგების შემთხვევაში ბოლონიელები ფინალის საგზურს მიიღებენ. თუ „ტორტონამ“ გაიმარჯვა, მეოთხე შეხვედრაც ამ ქალაქში გაიმართება, თუმცა საწყის ორ მატჩში სხვაობა იმდენად თვალშისაცემი იყო,
რომ ძნელად წარმოსადგენია, „ვირტუსმა“ 2-მოგებიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვას.

მეორე ნახევარფინალსაც თავისი ფავორიტი ჰყავს: „მილანი“ 2:0-ს უგებს „სასარის“.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცუდია რომ მიუახლვდა
მოაში
20:18 31-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული